საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულთა რაოდენობამ 6 800-ს გადააჭარბა - უმრავლესობა არასრულწლოვანია
მსოფლიო

ფოტო: AFP
საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის პარალელურად დაწყებული არეულობებისა და ძალადობის ფონზე, სამართალდამცველებმა დროებით პატიმრობაში 6 877 ადამიანი მოათავსეს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა (86%) არასრულწლოვანია.
უწყების მონაცემებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 376 ადამიანის მიმართ, საიდანაც 1 923 არასრულწლოვანია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 21 ადამიანს.
არეულობებისა და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.





