09 ოქტომბერი 2026, 01:43
ტრამპი: აშშ ირანზე თავდასხმას კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ განახორციელებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
Reuters
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ განახორციელებს.
მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად „პროდუქტიული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ირანთან პროდუქტიული დისკუსიები გვაქვს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში. - „ჩვენ არ დავესხმით თავს ირანს არცერთ ეტაპზე 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში გასამართ შუალედურ არჩევნებამდე“.





