21 სექტემბერი 2026, 15:45
იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
იაპონიაში ტაიფუნ „დაუჯუნის“ გამო ევაკუაციის რეკომენდაცია თითქმის 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 6 პრეფექტურაში - იბარაკიში, ტიბაში, ტოკიოში, კანაგავაში, შიძუოკასა და საიტამაში ევაკუაციის რეკომენდაცია 1 908 645 ადამიანს მიეცა. ევაკუაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
კვლავ გაუქმებულია ასობით ავიარეისი. ასევე გაუქმდა კონცერტები და შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა.





