20 სექტემბერი 2026, 17:11
NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, - წერს The New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებაში უთანხმოების დათესვითა და ქაოსით. რუსები დეზინფორმაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათი სამიზნე ძირითადად დემოკრატი კანდიდატები არიან.
ისინი ქმნიან ვიდეოებს CNN-ის, BBC-ს, New York Times-ის და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების სახელით. ვიდეოებში დემოკრატ კანდიდატებს ბრალს სდებენ კორუფციაში, ანტისემიტიზმსა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში.





