20 სექტემბერი 2026, 11:27
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ
მსოფლიო

ფოტო: The guardian
გაზიარება
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.
დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. მომიტინგეების ქმედებები დაგმო ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.





