19 სექტემბერი 2026, 14:55
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის უმთავრეს გარანტად ბირთვულ ტრიადას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადის გაძლიერება მსოფლიოში ძალთა ბალანსის გარანტიაც არის.
„უპირობო პრიორიტეტებს შორისაა, როგორც უწინ, ბირთვული ტრიადის გაძლიერება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტიად რჩება და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნებაში საკვანძო როლს ასრულებს“, - განაცხადა პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე.





