15 სექტემბერი 2026, 17:52
The Wall Street Journal: ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი უკვე დადგა
მსოფლიო

ფოტო: Bloomberg
გაზიარება
ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი, რომელზეც თვეებია ლაპარაკობენ, უკვე დადგა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საწვავის კომერციული მარაგი ნახევარ წელზე მეტია მცირდება, ხოლო სტრატეგიული რეზერვების გამოყენების შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურულია.
კომპანია Chevron-ი უახლოეს მომავალში ბაზარზე ფასების კიდევ ზრდას პროგნოზირებს. გამოცემის ცნობით, ამერიკაში დიზელის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.





