14 სექტემბერი 2026, 17:01
ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს
მსოფლიო

ფოტო: PA
გაზიარება
არქტიკის რეგიონში რუსეთის გააქტიურების საპასუხოდ ევროკავშირი ახალ სტრატეგიას ამზადებს. საკითხი ფინეთში გამართულ ევროპის არქტიკულ სამიტზე გაერთიანების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს.
რეგიონთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას ევროკომისია 2026 წლის ოქტომბერში წარადგენს. დოკუმენტში უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში კონკრეტული პროექტები იქნება შეტანილი.





