ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს გამართავს, ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Reuters
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს გამართავს, ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხარეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებსაც განიხილავენ.
„უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი შეერთებულ შტატებში ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს შეხვდება. ჩვენს დელეგაციაში არიან ბუდანოვი, კისლიცია, არახამია და უმეროვი. იმედი გვაქვს, ევროპული გუნდი შეხვედრებს შეუერთდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებში ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე.





