24 ოქტომბერი 2017, 09:10
კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს
მსოფლიო

კიევის ცენტრალური სადგური
გაზიარება
კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციელებმა მგზავრებს სადგურის შენობის დატოვება მოსთხოვეს. ევაკუაციის მიუხედავად, მატარებლების მიმოსვლა განრიგის მიხედვით ხორციელდება. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





