ბულგარეთის პრემიერმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციის საწინააღმდეგოდ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეულ დიზელის შეთანხმებას მხარი დაუჭირა
მსოფლიო

რუმენ რადევი
consilium.europa.eu
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციის საწინააღმდეგოდ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეულ დიზელის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
რადევის თქმით, ევროპაში შექმნილი მაღალი ფასების ფონზე ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საწვავის ღირებულებას შეამცირებს, მისასალმებელია.
„თქვენ იცით, რა პრობლემაა ახლა ევროპაში - საწვავის მაღალი ფასები. ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამცირებს საწვავის ფასებს და ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა რადევმა.
ბულგარეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებზე. მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას, თუმცა ამავდროულად გააკრიტიკა რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე.





