21 სექტემბერი 2021, 11:38
ვულკანის გამო, კანარის კუნძულებზე 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
კანარის კუნძულებზე მცხოვრები 80 ათასამდე ადამიანიდან, 6 ათასამდე პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია, - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ევაკუაციის გაფართოება ლავის მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა.
კუნძულ ლა პალმაზე, ვულკანმა ამოფრქვევა კვირას დაიწყო. მას წინ მიწისძვრები უძღოდა. ვულკანის გამო დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





