ანტონიო გუტერეში ამბოხებულ სამხედროებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მალის პრეზიდენტი
მსოფლიო

ანტონიო გუტერეში
ფოტო: REUTERS
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამბოხებულ სამხედროებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მალის პრეზიდენტი.
გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს მალიში ამბოხებული სამხედროების ქმედებების გამო.
„გენერალური მდივანი მტკიცედ გმობს ამგვარ ქმედებებს და მალიში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებს. იგი მალის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
მალიში სამხედრო აჯანყების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალის პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც იგი სამხედროებმა დააკავეს. მას თან ახლდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბუბუ სისე.





