25 ოქტომბერი 2026, 10:40
ბრაზილიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მსოფლიო

ფოტო: AP
გაზიარება
ბრაზილიელები კვირას მეორე ტურში შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ.
არჩევანი 80 წლის მოქმედ პრეზიდენტს, მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვასადა მემარჯვენე სენატორ, 45 წლის ფლავიუ ბოლსონარუს შორის მიმდინარეობს.
ბოლსონარუ ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს შვილია, რომელიც 2022 წლის ბოლო არჩევნებში წაგების შემდეგ, სახელმწიფო გადატროვების მცდელობისთვის 27-წლიან პატიმრობას იხდის.
4 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ბოლსონარუმ პირველი ადგილი დაიკავა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ძალიან დიდი“ გამარჯვება უწოდა.





