25 ოქტომბერი 2026, 11:21
ევროპის რამდენიმე ქვეყნებში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: AP
გაზიარება
საფრანგეთის გარდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ბელგიაში, ალბანეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები და დაკავებულები. პროტესტის მიზეზებს შორისაა ცხოვრების გაძვირება, კორუფცია, განათლების ხარისხი და საბინაო კრიზისი.





