17 სექტემბერი 2019, 22:22
გადაშენების პირას მყოფი ცისფერი ზვიგენი დიდ ბრიტანეთში კვების ფესტივალზე წარადგინეს
მსოფლიო

ცისფერი ზვიგენი
ფოტო: oceana.org
გაზიარება
წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი ცისფერი ზვიგენი დიდ ბრიტანეთში კვების ფესტივალზე წარადგინეს, - წერს CNN. შემთხვევამ ბუნების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია.
როგორც გაირკვა, იშვიათი ზვიგენი შემთხვევით დაუჭერიათ და ის სწორედ ასე აღმოჩნდა კვების ფესტივალის შემადგენელ ნაწილად.
გადაშენების პირას მყოფი ზვიგენის საკვებად ქცევას სოციალურ ქსელშიც აღელვება მოჰყვა, სადაც ადამიანები კონტროლის გამკაცრებასა და მსგავსი შემთხვევებისგან თავის დაცვისთვის ეფექტური პრევენციის გატარებას ითხოვენ.





