პომპეომ დაადასტურა რომ შრი-ლანკაში აფეთქებებს ამერიკის მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ
მსოფლიო

მაიკ პომპეო
ფოტო: TWITTER
შრი-ლანკაში აფეთქებებისას დაღუპულთა შორის აშშ-ს მოქალაქეებიც არიან. ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაადასტურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
პომპეოს თქმით, დაღუპულთა შორის ამერიკის რამდენიმე მოქალაქეა, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
„ამერიკის საელჩო მუშაობს, რომ ყველანაირი დახმარება გაუწიოს ამერიკის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს, რომლებიც შრი-ლანკაში თავდასხმისას დაშავდნენ“, - თქვა პომპეომ.
თავის მხრივ, თეთრი სახლი გმობს „შრი-ლანკაში განხორციელებულ სასტიკ ტერაქტს“. ბოლო ინფორმაციით, შრი-ლანკაზე დღეს ქრისტიანულ ტაძრებსა და სასტუმროებში აფეთქებას 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.





