რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა - ოპერაციის მსვლელობისას მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს
მსოფლიო

რომის პაპი ლეო XIV
Reuters
რომის პაპ ლეო XIV-ს სამშაბათს ფილტვის კიბო დაუდგინდა. ოპერაციის მსვლელობისას მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა.
თავდაპირველად კათოლიკური ეკლესიის ცენტრმა განაცხადა, რომ ფილტვიდან კვანძის ამოსაკვეთად ჩატარებული ოპერაცია „წარმატებით, გეგმის მიხედვითა და განრიგის დაცვით“ დასრულდა.
ვატიკანის პრესსპიკერის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ რომის პაპი ჯემელის კლინიკაში მდებარე თავის პალატაში დაბრუნდა. პრესსპიკერის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პონტიფიკოსი საავადმყოფოში სამშაბათს გადაიყვანეს. ექსპერტთა განმარტებით, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო იმის დასადგენად, იყო თუ არა წარმონაქმნი ავთვისებიანი და გახდებოდა თუ არა საჭირო შემდგომი მკურნალობა.





