ალეკ ბოლდუინი დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა
კულტურა

ალეკ ბოლდუინი
ფოტო: shutterstock.com
ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელიც დონალდ ტრამპის პაროდიას ერთ-ერთ გადაცემაში ხშირად აკეთებს, ქვეყნის ლიდერის კომენტარს გამოეხმაურა.
The guardian-ის ინფორმაციით, მორიგი სკეტჩის შემდეგ დონალდ ტრამპმა ტვიტერზე პოსტი დადო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მას უკვირს მსგავსი არხები ანგარიშსწორებას თავს როგორ არიდებენ. მისივე თქმით, ეს უსამართლობა და გამოძიების საგანია.
პრეზიდენტის გამოხმაურებას ალეკ ბოლდუინმა უპასუხა. "აქამდე ვიდრე პრეზიდენტი ანგარიშსწორებაზე და გამოძიების დაწყებაზე ისაუბრებდა, არასოდეს მეგონა თუ შურისძიება რეალური იყო. ტრამპი მოსახლეობას სიგნალს არა იმაზე აწვდის როგორ მოიქცნენ, არამედ იმას მიანიშნებს, როგორ იგრძნონ. პრეზიდენტი თავდაპირველად ადამიანებს ნერვიულობას აიძულებს, შემდეგ კი მოქმედებაზე გადადის", - განაცხადა მსახიობმა.





