კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
კულტურა

კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა როგორც შემოქმედებითი და საკონცერტო საქმიანობის ხელშეწყობაზე, ასევე მატერიალურ-ტექნიკურ, ადმინისტრაციულ საჭიროებებზე.
მაია ბითაძემ ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. მინისტრის განცხადებით, დარგის წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შემდგომი განვითარებისთვის და ეფექტიანი მართვისთვის სამინისტრო შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, გორის ქალთა კამერული გუნდის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“, ანსამბლ „ბასიანის“, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“, ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართების“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.





