უილ სმიტის მუსიკალური კარიერის დასაწყისზე სერიალს გადაიღებენ
კულტურა

ამერიკელი მსახიობის, უილ სმიტის კომპანია Westbrook Studios-ი The Malar Group-თან ერთად ფილმებისა და ტელეგადაცემების შექმნის ახალ პროექტს იწყებს. Deadline-ის ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში მათი პირველი სურათი სმიტის შესახებ გადაღებული სერიალი გახდება.
სერიალი სახელწოდებით „215“ მსახიობის ახალგაზრდობისა და მუსიკალური კარიერის დასაწყისის შესახებ მოგვითხრობს, კერძოდ იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ის და DJ Jazzy Jeff ერთ-ერთი პირველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები, რომლებმაც მეინსტრიმ მუსიკაში წარმატებას მიაღწიეს.
„სერიალი „215“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის DJ Jazzy Jeff-ისა და ჯგუფ The Fresh Prince-ის აღზევებაზე მოგვითხრობს და ფილადელფიას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისის ჰიპ-ჰოპ სცენის იმ გარდამტეხ ეპოქაში ადიდებს“, - განაცხადა Westbrook Studios-ის სატელევიზიო მიმართულების პრეზიდენტმა, ტერენს კარტერმა.





