ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კულტურა

რადიშ თორდია
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია მხატვრის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
რადიშ თორდია მხატვართა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში ქართულ ფერწერაში გამორჩეული მხატვრული ენის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მისი შემოქმედება აერთიანებს მონუმენტურ ნამუშევრებსაც, თბილისის მეტროპოლიტენის „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მოზაიკური პანოების სახით.
გამოფენა „რადიშ თორდია - 90“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დეტალებს შორენა კოპალეიშვილი გიამბობთ.





