02 აგვისტო 2019, 22:37
ედ შირანმა ტურნეს ხანგრძლივობით ჯგუფ U2-ს რეკორდი მოხსნა
კულტურა

ედ შირანი
ფოტო:shutterstock.com
გაზიარება
ინგლისელმა მომღერალმა ედ შირანმა 2-წლიანი ტურნე დაასრულა და ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს რეკორდი მოხსნა.
Divide tour-ი მუსიკოსის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივია, - წერს BBC.
ტურნე 2017 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის ივლისში დაასრულა. შირანი ტურის ფარგლებში 893 დღის განმავლობაში გზაში იყო. ჯგუფმა U2-მ კი გზაში 760 დღე გაატარა.





