14 ოქტომბერი 2026, 10:30
Netflix-მა ახალი „ნარნიის“ პირველი თრეილერი გამოაქვეყნა
კულტურა

ფოტო: Netfxli
გაზიარება
Netflix-მა ფილმის „ნარნია: ჯადოქრის დისშვილის“ პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. სურათის რეჟისორმა და სცენარისტმა, გრეტა გერვიგმა, რომელიც „ბარბისთვის“ „ოსკარზე“ იყო ნომინირებული, თავის ფილმს საფუძვლად კლაივ სტეიპლზ ლუისის ის წიგნი დაუდო, რომელიც ნარნიის წარმოშობის ისტორიას მოგვითხრობს. სტუდია პროექტს ყველა ასაკის მეოცნებეებისთვის განკუთვნილ მასშტაბურ თავგადასავალს უწოდებს.
მსოფლიო გაქირავებაში ფილმი 2027 წლის 12 თებერვალს გამოვა, ორი დღით ადრე, 10 თებერვალს კი მას IMAX-ის წინასაპრემიერო სეანსებზე აჩვენებენ. Netflix-ის კატალოგში სურათი 2027 წლის 2 აპრილს გამოჩნდება.





