საქართველოში 1 588 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ჯანდაცვა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 588 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 337 პირი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 732 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 673 640, გარდაიცვალა 10 185 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.





