პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ალბათობა იმისა, რომ მესამე ტალღა გვექნება - არის
ჯანდაცვა

პაატა იმნაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
თუ პირბადეს ახლა მაინც ვატარებთ მაქსიმალურად, დავიცავთ დისტანციას და თავყრილობებისგან თავს შევიკავებთ, გვაქვს იმის ალბათობა, რომ აპრილი გადავაგოროთ და ზაფხულამდე მივიდეთ ისე, რომ არ გვქონდეს მესამე ტალღა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ალბათობა იმისა, რომ მესამე ტალღა გვექნება, არის. ეს ვაქცინაცია ჯერჯერობით არაფერში ითვლება, ამიტომ თუ სხვა წესებს დავიცავთ, გვაქვს იმედი, რომ შეიძლება მესამე ტალღას ავცდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.





