23 მარტი 2021, 16:34
80 წლის ქართველი მეან-გინეკოლოგი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
ჯანდაცვა

თამარ ნიკოლაიშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
80 წლის მეან-გინეკოლოგი, გაგუას კლინიკის ქირურგი, თამაზ ნიკოლაიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იაშვილის კლინიკაში აიცრა. ის აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ქირურგმა აცრის შემდეგ საქმიანობა განაგრძო და პაციენტს ოპერაციას უკეთებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.





