ირანში აპრილის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვა

ფოტო: Twitter
გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში 121 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 11 აპრილის შემდეგ დაღუპულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ჯამში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 9 863-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 2 445 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 209 970-ს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





