იტალიაში კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან იტალიაში Covdi 19-ს 51 ექიმი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯამში ვირუსზე ტესტირების პოზიტიური შედეგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის 6 414 თანამშრომელს დაუდასტურდა. 32 გარდაცვლილი ექიმი ლომბარდიაში მუშაობდა - ქვეყნის იმ რეგიონში, სადაც ვირუსი ყველაზე ძლიერად დაზარალდა.
იტალიის ექიმების ასოციაციაში დამცავი აღჭურვილობის უკმარისობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





