მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული კომპანიების სია ცნობილია
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
მსოფლიოში ცნობილი 1 500 კომპანიიდან fortune-მ ის 50 კომპანია შეარჩია, რომელთა წლიური შემოსავალიც $10 მილიარდს ან მეტს შეადგენს. კვლევა კომპანია Korn Ferry-მ ჩაატარა.
საინვესტიციო ღირებულება, მენეჯმენტის ხარისხი, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, - ეს 50 საუკეთესოს გამოსავლენად მთავარი კრიტერიუმები იყო. აღსანიშნავია, რომ შეფასებისას გაითვალისწინეს ისიც, რამდენად იზიდავს კომპანია ნიჭიერ ადამიანებს. რეიტინგში პირველი ადგილი კომპანია Apple-მა დაიკავა.
გამორჩეული კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:
1. Apple
2. Amazon
3. Alphabet
4. Berkshire Hathaway
5. Starbucks
6. Walt Disney
7. Microsoft
8. Southwest Airlines
9. FedEx
10. JPMorgan Chase



