სიახლეები

ყველა სიახლე 

ტელეკომპანია "იმედის" განცხადება

 29 დეკემბერი, 2018 - 18:06

ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების კომისიამ განიხილა 2018 წლის 02 ნოემბერს ეთერში გასული გადაცემის ფარგლებში გივი სიხარულიძისა და ეთერში მოწვეული მისი მეგობრის მიერ გაკეთებულ განცხდბებთან დაკავშირებით შემოსული თამარ კაპანაძის საჩივარი და დაადგინა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 49 - ე მუხლის პირველი პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-7 პუნქტების დარღვევა.

გადაცემა "სიცრუის დეტექტორის" სარედაქციო ჯგუფი ემიჯნება ხსენებულ განცხადებებს და გმობს ყველა სახის დისკრიმინაციასა და ანტისოციალურ ქმედებას და ასეთი ქმედების ტირაჟირებას. სარედაქციო ჯგუფი გამოხატავს წუხილს აღნიშნული განცხადების შედეგად გამოწვეული ნეგატიური ფონის გამო.