-->

განცხადებები

ყველა სიახლე 

ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ

 18 სექტემბერი, 2020 - 21:32

კვლევითმა ორგანიზაცია „გორბიმ“ გამოკითხვა ჩაატარა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით. კვლევა ჩატარებულია 19-28 აგვისტოს.

ინტერვიუები ჩატარდა გორბის სატელეფონო პანელის „ეს საქართველოა“-ს ფარგლებში რეკრუტირებულ ინდივიდებთან. პანელის წევრების რეკრუტირებისათვის გამოყენებული იყო საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ბოლო წლებში პირისპირ ინტერვიუების ჩატარებისას იყო მოპოვებული.

 ამ მიდგომას ორი უპირატესობა აქვს: პირველი - ეს საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ის გადახრა (მიკერძოებულობა), რომელიც გამოწვეულია არათანაბარი სატელეფონო დაფარვის შედეგად, როდესაც შემთხვევითად შერჩეულ ტელეფონის ნომრებზე ხდება დარეკვა. 

მეორე - დემოგრაფიული ინფორმაცია, რომელიც პირისპირ ინტერვიუირების დროს იყო შეგროვებული, საშუალებას იძლევა, საჭიროებისამებრ განისაზღვროს შესაბამისი სამიზნე ჯგუფები.

ამჟამინდელ პანელში მოცემულია რეკრუტირებულთა წარმომადგენლობითი რაოდენობა თითოეული რეგიონის, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებების, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის, სქესის და განათლების დონის და ეთნიკური უმცირესობის პროპორციების მიხედვით.

კვლევა ჩატარა 24 ინტერვიუერის და 14 რეკრუტერის მეშვეობით, ასევე აღნიშნულ პროექტში ჩაბმული იყო უმცირესობების ენაზე მოსაუბრე 4 ინტერვიუერი, რომლებიც რეკრუტირების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულმა პირებმა ინტერვიუები შესაბამისად სომხურ და აზრებაიჯანულ ენებზე ჩაატარეს.

აგვისტოს წინასაარჩევნო კვლევის დროს, (19-28 აგვისტო) მოხდა 2600 პანელისტთან დაკავშირება. გამოპასუხების დონე იყო 62%, სულ ჩატარდა 1615 ინტერვიუ.   საშუალო, სტატისტიკური ცდომილება წარმოადგენს ± 3%-ს.

 შეწონილი დაგეგმილი ხმების პასუხგაუცემელი შემთხვევები 15,1%-დან შემცირდა  შეწონილი დაგეგმილი ხმების 6,9%-მდე. სულ პასუხგაუცემელი შემთხვევები მოიცავს პასუხებს „არ მივცემ ხმას“ (Q29/30=16), არ გადამიწყვეტია (Q29/30=17), და უარი პასუხზე (Q29/30=18).

შესწავლილი იყო ხმათა ალოკაციის შესაძლებლობა  იმ რესპონდენტებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხვალ რომ ჩატარებულიყო არჩევნები არ მისცემდნენ ხმას, მაგრამ მათ არ დააკმაყოფილეს ალოკაციის არც ერთი კრიტერიუმი. ეს რესპონდეტები შეადგენენ შეწონილი სავარაუდო ხმების მხოლოდ 0,3%-ს. ალოკაციის შემდეგ შეწონილი სავარაუდოდ გადაუწყვეტელი ხმები არის მთლიანი მაჩვენებლის (total) დაახლოებით 3,0% და სავარაუდო ამომრჩევლების შეწონილი უარები  არის დაახლოებით 3,5%.

კითხვარი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE