შოლცი - პუტინის კომუნიკაცია
გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარში უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. გერმანული მხარის ცნობით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების აუცილებლობაზეც ესაუბრა. კანცლერის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში „იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება“.

















