მშპ-ს ზრდა
<p>ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება. მაგალითად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.8 პროცენტი შეადგინა. დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, ვაჭრობის სფერომ, სახელმწიფო მმართველობამ და მშენებლობის ბიზნესმა შეიტანეს.</p>


















