არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში
<p>არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულებით უკმაყოფილო დემონსტრანტები ეგრეთ წოდებულ სამთავრობო შენობებსა და დე-ფაქტო პარლამენტში შეიჭრნენ. სკანდალური კანონის გაწვევის პარალელურად, ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი ეგრეთ წოდებული არჩევნების დანიშვნაა.</p>


















