უკან27 ნოემბერი 2026, 17:40
პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის — „გმირის დღის“ ფარგლებში, ლაგოდეხში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის — „გმირის დღის“ ფარგლებში, ლაგოდეხში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში მუნიციპალიტეტის დამაარსებლის, წმინდა არჩილ მეორის შესახებ ლექცია-სემინარი ჩატარდა. პროექტი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას.
გაზიარება











