„ქართული ოცნებისთვის“ არაერთ კითხვას აჩენს ის წინადადებები, რომელიც რუსულმა მხარემ მინსკში გაახმიანა
„ქართული ოცნებისთვის“ არაერთ კითხვას აჩენს ის წინადადებები, რომელიც რუსულმა მხარემ მინსკში გაახმიანა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ლოგიკას არ ექვემდებარება ერთი მხრივ, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირება და მეორე მხრივ, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ეს ინიციატივა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს ხელისუფლება სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.











