ევროპაში საპროტესტო აქციები გრძელდება
ევროპაში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ კურსს ეწინააღმდეგებიან. ბელგიაში მასობრივი გამოსვლების გამო ქვეყანაში ასობით ავიარეისი გაუქმდა. პარალელურად, ბიუჯეტის გარშემო შექმნილი პოლიტიკური ჩიხის ფონზე, მმართველი კოალიცია დაშლის რეალური რისკის წინაშეა. დაძაბულობაა საფრანგეთშიც, პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა, მარსელში კი გამოსვლა ძალოვანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროტესტი არ წყდება ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში, სადაც სატრანსპორტო სექტორი გაიფიცა.










