უკან23 ნოემბერი 2026, 20:09
ფონიჭალაში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების ნაკადი არ წყდება
ფონიჭალაში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც. მაშველების თანხლებით დაზარალებულებს დაზიანებული სახლებიდან ნივთები გამოაქვთ. რაც შეეხება დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება 31 წლის მამაკაცი, რომელმაც აფეთქებისას უმძიმესი დამწვრობა მიიღო. საავადმყოფოდან გაწერეს 11 წლის მოზარდი, 3 წლის თაიას მდგომარეობა კი სტაბილურია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

რატი მეტრეველი კორესპონდენტი
იხილეთ სრული ეპიზოდი →გაზიარება









