ახალ მსოფლიო წესრიგში ევროპას ხმის უფლება არ აქვს - გამოცემა "პოლიტიკო" ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ევროკავშირის მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებაზე წერს
ახალ მსოფლიო წესრიგში ევროპას ხმის უფლება არ აქვს - გამოცემა "პოლიტიკო" ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ევროკავშირის მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებაზე წერს. მასში ნათქვამია, რომ ამერიკის ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამიტმა აჩვენა, რომ ევროპა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მიღმაა დარჩენილი. გამოცემის სტატიაში სამიტის შედეგები დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის გაძლიერებისა და ვაშინგტონსა და ევროპას შორის უფსკრულის გაღრმავების ნიშნად არის შეფასებული.













