ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობდა. ღონისძიება რუმინეთში გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობდა. ღონისძიება რუმინეთში გაიმართა. მინისტერიალზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და პროექტის განვითარების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ყურადღება დაეთმო მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას. 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმება. დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო-გადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს.













