უკან23 ნოემბერი 2026, 14:58
უკრაინის პრეზიდენტმა, დაადასტურა რომ უკრაინულმა ძალებმა ლიბიის სანაპიროსთან, ბენ-ღაზის პორტის სიახლოვეს, რუსული სწრაფმავალი სამხედრო ხომალდი ჩაძირეს
უკრაინის პრეზიდენტმა, დაადასტურა რომ უკრაინულმა ძალებმა ლიბიის სანაპიროსთან, ბენ-ღაზის პორტის სიახლოვეს, რუსული სწრაფმავალი სამხედრო ხომალდი ჩაძირეს და კიდევ ერთ სანქცირებულ, სამხედრო ტექნიკით დატვირთულ გემზე იერიში მიიტანეს. ზელენსკის თქმით, ოპერაციაში უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაცია თავდაცვის ძალებთან ერთად ჩატარდა.
გაზიარება










