„პოლიტიკო წერს“, რომ ევროპაში მემარჯვენე ძალები ევროკავშირის გარდაქმნას გეგმავენ
„პოლიტიკო წერს“, რომ ევროპაში მემარჯვენე ძალები ევროკავშირის გარდაქმნას გეგმავენ. რამდენიმე დღეში ესპანეთში, მომავალ წელს კი საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში არჩვნებია. გამოცემას ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ თანათავჯდომარემ კინგა გალმა უთხრა რომ ევროპის საბჭოში გავლენის გაზრდის შემთხვევაში, ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომას მოითხოვს. კინგა გალის თქმით „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიან.










