სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს
სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მან ბრიუსელი ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში „პოლიტიკურ შანტაჟში“ დაადანაშაულა. როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა არა ომის დასრულებას, არამედ კონფლიქტს გახანგრძლივებს შეუწყობს ხელს.















