უსაფრთხოების გათვალისწინებით, მაშველების დახმარებით, დაზარალებულ ოჯახებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ დაზიანებული კორპუსიდან
უსაფრთხოების გათვალისწინებით, მაშველების დახმარებით, დაზარალებულ ოჯახებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ დაზიანებული კორპუსიდან. ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოწყობილია კუთხე, სადაც სანთლებს ანთებენ, მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები. ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. დღეს კი ქვეყანაში გლოვის დღეა, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.















