პატიმრის წამების საქმე - დანაშაული, რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება
დანაშაული, რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება - სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავა 14 წლიანი პატიმრობის განაჩენით დასრულდა. უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი ალექსანდრე მუხაძეს ეხება, რომელიც ამ დრომდე ძებნაშია და რომელსაც გამოძიება 2011 წელს პატიმრის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ანგარიშსწორებას ედავებოდა. დადგენილი ფაქტების მიხედვით, არარსებული დანაშაულის აღიარების მისაღებად დაკავებულზე ზეწოლა ვიდეოგადაღებისა და შანტაჟის თანხლებით მიმდინარეობდა, საქმეში კი მუხაძის გარდა იმჟამინდელი სისტემის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.














