საკონსტიტუციო სასამართლო მე-17 დღეა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს
სამძიმრით დაიწყო დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელიც უკვე მე-17 დღეა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს. დღეს კითხვებს მოპასუხე მხარე მოსარჩელეს უსვამდა და 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დარღვევებთან კავშირის უარყოფას ცდილობდა. დესტრუქციის გამო მოსამართლეთა პლენუმმა სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა. მოსარჩელემ კი ოპონენტებს არგუმენტად ანტიკონსტიტუციური ეპიზოდების თანმიმდევრული სია და იმ პირთა აღიარებები დაუპირისპირა, რომლებმაც ჩადენილი მოინანიეს.














