ილონ მასკის ბრალდებები ვაშინგტონსა და კიევს
ილონ მასკის ბრალდებები ვაშინგტონსა და კიევს - ამერიკელი მილიარდერი ღიად აცხადებს, რომ წლების წინ უკრაინაში არჩეული პრეზიდენტის გადაყენება შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით მოხდა და ომის წინაპირობების ჩამოყალიბებაში ვაშინგტონის წვლილზე მიუთითებს. მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა უკრაინის მოქმედი ლიდერიც. ბიზნესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ კიევი კომერციული თანამგზავრული ქსელის გამოყენებას შეტევითი ოპერაციებისთვის ითხოვს, რაზეც კომპანია თავიდანვე უარს ამბობდა















