ტრაგედია ფონიჭალაში
სამი წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი ბავშვის და სამი ქალის. ქვემო ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. აფეთქება ქვემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსის მეხუთე სართულზე, დილით 08:47 საათზე მოხდა. ტრაგედიის მიზეზი ცნობილია, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ














