სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა. თამაზ ბორაშვილმა და ალი ნაგიევმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია


















